ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოზურგეთში მეეზოვეები გაიფიცნენ: “ხელთათმანებსაც არ გვაძლევენ”

“გურიის მოამბის” ინფორმაციით, ოზურგეთში მეეზოვეები გაიფიცნენ. მათი განცხადებით, ელემენტარული სამუშაო პირობები არ აქვთ.

“არც ხელთათმანებს გვაძლევენ, არც მუშაობისთვის საჭირო სხვა ინვენტარს. ხელფასიც არ აგვიღია მეორე თვე დაიწყო უკვე. მოვითხოვთ დროულად მოაგვარონ ეს პრობლემა,ჩვენ ოჯახები გვყავს, პურის ფული რომ შევიტანოთ სახლში, ამისთვის გვიჭირავს ცოცხი ხელში. ასე არ გავაგრძელებთ, უარს ვიტყვით სამუშაოს შესრულებაზე”-აცხადებენ გაფიცულები.

იტვირთბა....