ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფაროსანას წინააღმდეგ ახალი მეთოდებით ბრძოლა იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი სააგენტო
“ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, რომ მავნებელი გააქტიურებას მაშინ იწყებს, როდესაც სადღეღამისო ტემპერატურა 15-17 გრადუსს აღწევს. სწორედ ამ პერიოდში იგეგმება პრობლემური კერების გამოსავლენად ფერომონების განთავსება მთელი საქართველოს მასშტაბით.

“როგორც კი გაჩნდება აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებითი კომპონენტის შეტანის აუცილებლობა, ამ რეკომენდაციებსაც გასცემს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტო. ჩვენ ამისთვის სრულიად საქართველოში განვათავსებთ ფერომონებს, რომელიც ამ მავნებლის მიმზიდველია, ის იჭერს მწერს. ყოველკვირეული მონიტორინგის საფუძველზე განვსაზღვრავთ იმ წერტილებს, როდის უნდა დავიწყოთ ფაროსანასთან ბრძოლა. წინა წელს განთავსებული იყო 21 ათასი ფერომონი, მიმდინარე წელს შეძენილია 100 ათასზე მეტი ფერომონი იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ ყველაზე მეტად დაზიანებული კერები. ამავე ფერომონების მეშვეობით გვექნება საშუალება „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპი დავნერგოთ. შეიქმნება ადგილები, სადაც ფერომონების საშუალებით მოვიზიდავთ მავნებელს და მოხდება მათი ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმით, რათა არ მოხდეს მთლიანად ტყის მასივების, გარემოს შეწამვლა, რაც არ შეიძლება“, – განაცხადა ხანიშვილმა.

მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც იგეგმება.

იტვირთბა....