რამდენიმე სასულიერო პირი დღეს საპატრიარქოსთან შეიკრიბება და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მისასამძიმრებლად ჩავა, რის შემდეგაც ერგნეთში გაემართება – განაცხადა საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.
„სასულიერო პირების სურვილია მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს, ასევე ერგნეთთან, ადმინისტრაციულ საზღვართან მივიდეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ“, – განაცხადა მამა გიორგიმ.
არჩილ ტატუნაშვილის მშობლები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ. გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს.