გამოცემა Torgauer Zeitung-ის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ლაიფციგში სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივებმა პოლიციას ძარცვის შესახებ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში მოპარული Skoda Octavia-ის მარკის ავტომობილს ქალაქ მოკრენას ერთ-ერთ მაგისტრალზე მიაკვლიეს, რომელშიც საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა.
გამოძიების შედეგად დააკავეს საქართველოს მეოთხე მოქალაქეც