შსს-ს ინფორმაციით, ვაკის პარკთან მსუბუქი ავვტომობილი ელექტროგანათების ბოძს დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანაში მყოფი კაცი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ქალი საავადყოფოშ გადაიყვანეს.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.