იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება.
“დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესას ემსახურება მივესალმები. ვნახოთ კამპანიას რამდენად გრძელვადიანი თუ მოვლევადიანი გეგმები აქვს. ვისურვებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი რამ შევცვალოთ”, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას ჯანეზაშვილს.
38 არასამთავრობო ორგანიზაცია კამპანია “მინდა ვენდო სასამართლოს” კამპანიას იწყებს.
კამპანიის – “მინდა ვენდო სასამართლოს” მოთხოვნებია: პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე; სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან; პროკურატურა დაინტერესდეს და სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა; პარლამენტმა დაუყოვნებლივ გაატაროს რეალური რეფორმები, რის საფუძველზეც სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი ვეღარ შეძლებს კანონმდებლობა არაჯანსაღი მიზნებისთვის გამოიყენოს.