არასამთვრობოების ინიციატივა კარგია. მინიმუმ ეს ყურადღებას გაამახვილებს ამ საჭიროებებზე. თუ თავად არასამთვრობოები დადებენ ინიციატივებს, მე ამას მხოლოდ მივესალმები, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას ანა დოლიძე 38 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაწყებულ კამპანიას “მინდა ვენდო სასამართლოს”.
“უახლოესმა მოვლენებმა, კაპანაძისა და გოგინაშვილის დანიშვნამ, გასაუბრებებს, მიმდინარე პრობლემებს, შავაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, სააპელაციოსასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამ პროცედურების გარეშე, სასამართლო სისტემებში ძალიან დიდი ჩავარდნები გამოავლინა. ამ ყველაფრის გამოსწორება აუცილებელია მყისიერი მოქმედებებით. მე მოვუწოდე პარლამენტსა და მთავრობას, რომ მყისიერი რეფორმები გაეტარებინა. შესაბამისად, ეს კამპანია ძალიან მნიშნელოვანია. ამ მოვლენებზე ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სიტუაციიდან გამოსავალი შემოგვთავაზოს.
ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომ სასამართლო რეფორმაში მილიონობით დოლარი და ევრო იხარჯება და ეს ყველაფერი ტექნიკურ საკითხებში მიდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური რეფორმები განხორციელდეს. ეს ვაკუუმი ძალიან დიდი ხანია შექმნილია. იუსტიციის საბჭომ მოიგონა პროცედურა, რომლის მიხედვითც თავმჯდომარე დაინიშნა. არასამთვრობოების ინიციატივა კარგია. მინიმუმ ეს ყურადღებას გაამახვილებს ამ საჭიროებებზე. თუ თავად არასამთვრობოები დადებენ ინიციატივებს, მე ამას მხოლოდ მივესალმები”, – განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ 38 არასამთავრობო ორგანიზაცია კამპანია “მინდა ვენდო სასამართლოს” კამპანიას იწყებს.
კამპანიის – “მინდა ვენდო სასამართლოს” მოთხოვნებია: პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე; სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან; პროკურატურა დაინტერესდეს და სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა; პარლამენტმა დაუყოვნებლივ გაატაროს რეალური რეფორმები, რის საფუძველზეც სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი ვეღარ შეძლებს კანონმდებლობა არაჯანსაღი მიზნებისთვის გამოიყენოს.