ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არ შედიოდა”: დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილზე განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, მისი გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არ შედიოდა.

„ბოლო დროს საქართველოში აქტიურად იძაბება სიტუაცია ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობასა და 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველებმა 2018 წლის 22 თებერვალს, ლენინგორში დააკავეს.

ყურადღებას იქცევს ერთი მნიშნელოვანი გარემოება – საგამოძიებო იზოლატორში, ბადრაგირების დროს ტატუნაშვილი თავს დაესხა ბადრაგს, წაართვა ერთ-ერთ მათგანს ტაბელური იარაღი და ცეცხლის გახსნა სცადა. სამართალდამცველებმა ეს მცდელობა აღკვეთეს, გამოიყენეს ძალა და თავდასხმელი გააუვნებელყვეს. საღი აზრი გვკარნახობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა, ვინაიდან საქმეზე არსებითი წარმოების დაწყებამდე ეჭვმიტანილის გაქცევის მცდელობა საფუძვლიანად ფასდება როგორც არსებული ეჭვის დადასტურება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....