სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“უაღრესად დამწუხრებული ვარ, ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევისას 14 წლის მოზარდის ასლან მამედოვის დაღუპვის გამო.
ამ მძიმე წუთებში ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და მეგობრებს”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ორბელიანის მოედანზე შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული ექვსი ბავშვიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა.