უახლესი თაობის სოლარიუმი, რომელიც 2018 წლის იანვარში გამოვიდა უკვე საქართველოშია. რუჯის მოყვარულთ „სანსითიმ“ სიუპრიზი მოუმზადა და ყველაზე დაბალ ფასებში, უნიკალური, შვიდსიჩქარიანი ვიბროპლათფორმით, გასახდომი და ტონუსის ასამაღლებელი ეფექტის მქონე, ინოვაციური თაობის 6 აპარატი, სპეციალური შეკვეთით, საქართველოში ჩამოიტანა.
„მეტრონომი“ დაინტერესდა რა განსხვავება და უპირატესობები გააჩნია უახლესი თაობის აპარატურას და ჯანმრთელობისთვის რამდენად უსაფრთხოა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გარუჯვის ცენტრების ქსელის „სანსითის“ დირექტორს ბაგრატ ელიაურს მივმართეთ. მისი თქმით, 2018 წლის ინოვაციური თაობის სოლარიუმი მათ სპეციალური შეკვეთით ჩამოიტანეს, ხოლო მისი ფუნქციები და შასძლებლობები წინა აპარატებისგან განსხვავებით, სრულიად ახალი და გაუმჯობესებულია.
ელიაურის განცხადებით, პირველ რიგში, რაც რუჯის მოყვარულებს დააინტერესებს, ეს არის რუჯის ეფექტის მაქსიმალურად მოკლე დროში და სწრაფად მიღება. მისი თქმით, პრემიუმ ხარისხის, ბოლოთაობის 58 ცალი ნათურა უნიკალურ, მაქსიმალურად, ბუნებრივი ფერის რუჯს აძლევს. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ახალ ინოვაციურ სოლარიუმის აპარატებში, რომელსაც კოლატენური ნათურები აქვს, რადიაციის სპეციალურ სპექტრს გამოჰყოფს და იმ უარყოფით სხივებს ანეიტრალებს, რომელიც კანის დაბერებას იწვევს.