აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლოა, პენსიონერებმა მედიკამენტების ნაწილი მინიმალურ ფასად შეიძინონ

ზაფხულიდან პენსიონერებმა მედიკამენტების ნაწილი, შესაძლოა, მინიმალურ ფასად შეიძინონ. მათ შორის არის წნევის მარეგულირებელი წამლები.

აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრომ ქართველ და უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

საუბარია ოთხი ქრონიკული დაავადების პრეპარატებზე, მათ შორის გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლების, დიაბეტის ფორმა ნომერი ორის და ფილტვის დაავადების სამკურნალო საშუალებებზე.

„პირველი გაფართოების ეტაპი იქნება, რომ ამ მოსარგებლეებს დაემატოთ ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები, თუმცა მცირედ განსხვავებული ფორმატით. ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის, ეს არის მეორე ტიპის დიაბეტი და პენსიონერებს და შშმ პირებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტის  ჯერადობით ნაკლებ ფასად შეიძინონ და წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში, იქნება რომ მთლიანად ამ მოსარგებლეებზე უკვე მთლიანად გაფართოებული, ანუ 50 მედიკამენტამდე პროგრამა განხორციელდეს,“ – განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

იტვირთბა....