ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის

ბორჯომის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე დღეს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ფოფხაძე  ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით,”ლეიბორისტები”, “პატრიოტთა ალიანსი”, და “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რის შემდეგაც საკრებულოში დებოში მოაწყვეს.

„მსგავსი სამწუხარო ფაქტები წინა მოწვევის საკრებულოშიც ხდებოდა. ამ ყველაფრის ცენტრში გიუაშვილი იყო. წინა მოწვევის საკრებულოში, მოქმედმა თავმჯდომარემ ჩაჩანიძემ გიუაშვილის გალახვა დაგეგმა. ახლა ერთად არიან, რაც არსებული ფონის გათვალისწინებით ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან ადამიანები სხვა ფორმას ვერ ნახულობენ თუ არა, ფიზიკურ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფას.

“ლეიბორისტები” “პატრიოტთა ალიანსი” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად ერთადერთი მიზნით დადგა, რომ “ქართულ ოცნებას” შანტაჟი და საბოტაჟი მოუწყოს, რათა ვერაფერი გავაკეთოთ. ეს რაიონსა და მოსახლეობას აზარალებს. შეიძლება სხვადასხვა გამოსავალი მოიძებნოს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი ხელახალი, ახალი არჩევნების ჩატარება იყოს”, – განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოში, სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ, რა დროსაც  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს შენობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური და სამართალდამცველები იმყოფებიან.  ცნობილია, რომ ფიზიკურე შეხლა-შემოხლის შედეგად ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გიუნაშვილია ნაცემი.

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა დღეს კვლავ ვერ დამტკიცდა. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც დღესსხდომას ბოიკოტის შემდეგ პირველად დაესწრნენ.

 

იტვირთბა....