ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი გილაურმა “საქართველოს ბანკი” დატოვა

BGEO-ს გაყოფის ფარგლებში, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა. ირაკლი გილაური საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში 2015 წლის სექტემბრიდან გადავიდა, მანამდე, 2006 წლის მაისიდან 2015 წლის სექტემბრამდე, ირაკლის ეკავა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტი.

ვინ ჩაანაცვლებს გილაურს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ჯერ უცნობია. 7 წევრიან საბჭოში შედიან: თავმჯდომარის მოადგილე ნილ ჯანინი, ასევე წევრები დევიდ ფიელდინგი მორისონი, ჰანნა ლოიკანენი, ჯონათან ვილიამ მუირი, კიმ კრისტოფერ ბრედლი, თამაზ გეორგაძე , ალასდაირ პოლ მაკენზი ბრიჩი.
საქართველოს უმსხვილესი საბანკო-საინვესტიციო ჰოლდინგის გაყოფა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

გაყოფა მოხდება ყველა დონეზე – საბანკო და საინვესტიციო მიმართულებას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კვეთა არ ექნებათ და აქციონერებიც ამ მიმართულებით გაიყოფიან.

გაყოფის შემდეგ ერთი კომპანია საბანკო („საქართველოს ბანკის ჯგუფი“ – Bank of Georgia Group), ხოლო მეორე – საინვესტიციო ბიზნესის („საქართველოს კაპიტალი“ – Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებენ. პროცესის დასრულების შემდგომ, დამოუკიდებლად, ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი.

წყარო: gbc.ge

იტვირთბა....