ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბორჯომის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბორჯომის საკრებულოში, სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ, რა დროსაც  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს შენობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური და სამართალდამცველები იმყოფებიან.  ცნობილია, რომ ფიზიკურე შეხლა-შემოხლის შედეგად ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გიუნაშვილია ნაცემი.

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა დღეს კვლავ ვერ დამტკიცდა. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც დღესსხდომას ბოიკოტის შემდეგ პირველად დაესწრნენ.

 

იტვირთბა....