ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტატუნაშვილის მეგობარი: “ჩვენი ერთადერთი იმედი საპატრიარქოა”

ყველანი უნდა დავდგეთ ფეხზე, რომ დედას გარდაცვლილი შვილი მაინც  მივუსვენოთ სახლში –  განაცხადა  „ტვ. პირველთან“  საუბრში  ტატუნაშვილის მეგობრმა დავით მარანელმა.

მარანელის თქმით, ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ცხედარი გადმოასვენონ.

„48 საათიანი ულტიმატუმის  ვადა თითქმის იწურება.  არანაირი რეგაირება და დახმარება ამ დრომდე არ ჩანს. ჩვენ ერთადერთი იმედი საპატრიარქოა  – პატრიარქს მივმართოთ თხოვნით, რომ გადმოასვენოს არჩილი ტატუნაშვილი საკუთარ სახლში და იქ, სადაც სასტიკად აწამეს და მოკლეს უპატრონოდ არ იყოს.   სავარაუდო მკვლელების შესახებ ჩვენც ის ვიცით რაც მედიაში გავრცელდა. ამ ეტაპზე მხოლოდ  ცხედრის გადმოსვენებას ვითხოვთ. თითოეული ქართველი ერთად უნდა დავდგეთ და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი , რადგან დედამ მარტო სურათებზე არ შეძლოს შვილის დატირება “ – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მეგობარმა, დავით მარანელმა.

შეგახსენებთ , რომ ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, ამ დრომდე საკუთარ სახლში არ გადმოუსვენებიათ. გარდაცვლილის  ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველო–რუსეთის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

იტვირთბა....