ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ვირჯინიაში საეჭვო წერილის გახსნის შემდეგ 11 სამხედრო მოიწამლა

საეჭვო კონვერტი ამჯერად ამერიკელმა სამხედროებმა მიიღეს. ინციდენტი ვირჯინიაში, არლინგტონის Fort Myer-Henderson-ის სამხედრო ბაზის ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა. საეჭვო წერილის გახსნის შემდეგ  11 ადამიანმა თავი ცუდად იგრძნო. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს. ამჯერად მათი მდგომარეობა სტაბილურია. წერილის გახსნის შემდეგ ბაზის რამდენიმე თანამშრომელს ხელებსა და სახეზე წვის შეგრძნება ჰქონდათ, ერთ მათგანს ცხვირიდან სისხლდენაც დაეწყო. ამ შემთხვევის გამო, ხალხის შენობიდან ევაკუაცი მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.

მანამდე საეჭვო კონვერტი გაუგზავნეს პრინც ჰარისა და მეგან მარკლს, საელჩოებს მოსკოვში, ბარაკ ობამას ოფისს.

კონვერტი თეთრი ფხვნილით დონალდ ტრამპის შვილმაც მიიღო. საეჭვო კონვერტი მისმა მეუღლემ ვანესა ტრამპმა გახსნა, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის უმცროსი ტრამპის მეუღლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე, WikiLeaks-ის დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი ამბობს, რომ კონვერტი, რომელშიც თეთრი ფხვნილი იყო მანაც მიიღო. მისი თქმით, კონვერტზე ამერიკული მარკა იყო დაკრული.

იტვირთბა....