ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაპირისპირება და ხმაური ბორჯომის საკრებულოში

საჯარო მოხელეებისთვის გაზრდილი ხელფასების საკითხის დამტკიცება ბორჯომის საკრებულოში ჩავარდა, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

ამიტომაც, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი ჩავარდა, რამაც საკრებულოს წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.

„ქართული ოცნება“ ბორჯომის საკრებულოში უმცირესობით არის წარმოდგენილი.  მმართველ გუნდს 13 დეპუტატი ჰყავს და ისინი სხდომებს არ ესწრებოდნენ. ბორჯომის საკრებულოს ბოლო ოთხი სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. იმ მიზეზით, რომ საკრებულოში ხელფასების რეგულირების საკითხი და საშტატო ნუსხა არ დამტკიცებულა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების დარიცხვა ვერ ხერხდება და თანამშრომლები თანხას ვერ იღებენ.

იტვირთბა....