48 მილიონი ლარის თბილისის განვითრების ფონდიდან გაფლანგვაში ბრალდებული კიდევ 5 პირიდან სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ერთს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი საბანაძეს შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საბანაძე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, მოსამართლემ ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე საქმეზე უდანაშაულოდ ცნო, დანარჩენ ბრალდებულებს კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა. კერძოდ, მოსამართლემ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყველა ბრალდებულს 1 წლითა და 2 თვით პირობითი მსჯავრი დაედო.
შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო.

