სტატისტიკაზე დაყრდნობით, 2017 წელს, წინა წლებთან შედარებით, ხანძრებისა და მათ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 15 222 ხანძარი დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 79 შეადგინა. ასეთი მაღალი მონაცემი ქვეყანაში 2001 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ხანძრის შემთხვევები 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 39%-ით არის გაზრდილი, მსხვერპლის რაოდენობა კი – 61.2%-ით.
2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა ხანძრის 10 951 შემთხვევა, დაიღუპა 49 ადამიანი.