ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეხანძრეების თქმით, მათ ხანძარი სავაჭრო ცენტრის სარდაფსა და მესამე სართულებზე დახვდათ

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მამუკა ყირიმელის განცხადებით, ადგილზე მისულ მეხანძრეებს ხანძარი სარდაფსა და მესამე სართულზე დახვდათ.

„ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მთლიანობაში დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრის ფართობია დამწვარი. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩა”, – აცხადებს ყირიმელი.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” ხანძარი გაჩნდა. დამწვარია მოვაჭრეების საქონლის ნაწილი. ხანძარს მსხვერპლი არ მოყოლია.

იტვირთბა....