ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერი: ზებრა გადასასვლელებზე ღამის განათებები დამონტაჟდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეითთა უფლებები მაქსიმალურად დაცული  უნდა იყოს. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერი ამბობს, რომ ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ამ მიზნით კი მერიამ გამოავლინა 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და განთავსდეს შუქნიშნები. კალაძის განცხადებით, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ზებრა გადასასვლელებზე უნდა დამონტაჟდეს განათება.

“ქვეითთა უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ქალაქში გვაქვს გამოკვეთილი კონკრეტული ადგილები , სადაც ფეხით გადასვლა ერთი მხრიდან მეორე მხარეს შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. დღეის მდგომარეობით გამოვლენილი გვაქს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დახაზვითი სამუშაოები, ასევე შუქნიშნების განთავსება. აქვე მინდა დავავალო გამგებლებს, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე სავალდებულოა ზებრა გადასასვლელებზე დავაყენოთ ღამის განათებები, როგორც განვითარებულ ქვეყნებში და მთლიანად ეს ყველაფერი იქნას მოწესრიგებული”, – განაცხადა კალაძემ.

 

იტვირთბა....