ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლონეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

„tvn24“-ის ინფორმაციით, პოლონეთში უკრაინის შვიდი, საქართველოს ხუთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე პოლონელ პოლიციელებზე ქალაქ ზგეჟში 23 თებერვალს ღამით მომხდარი თავდასხმის გამო დააკავეს.

რვა მათგანს სამართალდამცველზე თავდასხმისთვის ბრალი უკვე წარედგინა და 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათგან შვიდი დაკავებულია, ერთი კი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დაკავებულები პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდნენ.

 

იტვირთბა....