ახალციხეში სოფელ ტყელმანაში პირუტყვის “ემკარით” დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური განმარტავს, რომ ტყემლანაში ნიმუში ორი პირუტყვიდან აიღეს და ორივე შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ ეს დაავადება ემფიზემური კარბუნკულია, ე.წ „ემკარი“.
მისივე თქმით, აღნიშნული დაავადების მკურნალობა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ფინანსდება და მოსახლეობამ დაავადებულ პირუტყვს თავად უნდა უმკურნალოს, ამისთვის კი კერძო ვეტერინარს უნდა მიმართონ.
„წელიწადში ორჯერ უნდა აცრან პირუტყვი იმისათვის, რომ დაავადება თავიდან აიცილონ. ჩვენ ვიყავით სოფელში და მოსახლეობას რეკომენდაციებიც მივეცით“, – ამბობს ლია ბექაური.

