ახალი ამბები მთავარი სამართალი

პაატა ბურჭულაძის ცოლი გამოკითხვაზე დაიბარეს

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ცოლი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მას პირველ მარტს მოწმის სახით გამოკითხავენ.

პროკურატურის განმარტებით, მას უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი „იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის მითვისების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოკითხავენ.

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. სასამართლოს წინაშე უკვე გამოკითხეს პაატა ბურჭულაძე, მისი თქმით ყველაფერმა საქმიან ვითარებაში ჩაიარა. ბურჭულაძე ბრალდებებს უარყოფს და ფიქრობს, რომ ეს ფონდზე თავდასხმა მისი პერსონის გამო ხდება და ის პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

იტვირთბა....