ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხუხაშვილი: “ტატუნაშვილის ტრაგედია აღარავის ახსოვს და საკუთარ სარგებელზე ფიქრობენ”

აქ მთავარი რისი გაკეთებაც შესაზლებელია, არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოძიების ჩატარება, ყველა მკვლელის გამოვლენა, მათი ინტერპოლით ძებნის გამოცხადება და მათი გამოთხოვა, მათ შორის რუსეთიდანაც, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

“ტატუნაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია უსუსურობის მძიმე განცდას აჩენს როგორც საზოგადოებაში, ასევე, შეიძლება, ხელისუფლებაშიც. ჩვენ არანაირი რესურსი არ გვაქვს, რომ თავად გადავწყვიტოთ ამ თემასთნ დაკავშირებული ყველა პრობლემა, დაწყებული ამ ახალგაზრდისთვის შესაბამისი პატივის მიგებითა და დამთვრებული დამნაშავის დასჯით. არის რაღაცა, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ. აქ მთავარი რისი გაკეთებაც შესაძლებელია, არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოძიების ჩატარება, ყველა მკვლელის გამოვლენა, მათი ინტერპოლით ძებნის გამოცხადება და მათი გამოთხოვა, მათ შორის რუსეთიდანაც, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს მსგავს თემებთან დაკავშირებით.

ეს არის ჩვენი ტერიტორია, საქართველოს მოქალაქე იქნა მოკლული, პოტენციური საქართველოს მოქალაქეობის მხრიდან და რა გვიშვლის ხელს ჩავატაროთ გამოძიება და ეს ადამიანები ოფიციალურად მოვითხოვოთ? არა პოლიტიკურად და ის თუ რა განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა, არამედ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ. ადრე თუ გვიან, ეს სამართლებრივი საერთაშორისო მექანიზმი თავის შედეგს მოიტანს. ეს ადამიანები ხომ არ ჩალპებიან ცხინვალში. რომელიმე ქვეყანაში გავლენ და ამ ადამიანებს მივწვდებით. ამაზე არავინ ლაპარაკობს. მე ხელისუფლებას ვერ მოვთხოვ ვერც ძალისმიერი მეთოდს და ვერაფერს, მაგრამ სამართლებრივად რატომ არ მოქმედებენ?”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი ტრაგედია არის ის, რომ ტატუნაშვილის თემა აღრავის ახსოვს და ყველა საკუთარ სარგებელზე ფიქრობს.

“ტატუნაშვილი აღარავის ახსოვს, ეგ არის ტრაგედია. მე ეს პრეტენზია მარტო ხელისუფლებისადმი არ მაქვს, ეს პრეტენზია მაქვს ყველასადმი. ოპოზიციაც ტატუნაშვილიც კი არ ფიქრობს, არამედ თვლის, რომ ეს არის საინტერესო თემა ხელისუფლებაზე შეტევისთვის. ეს ტრაგედია ძალიან ბევრს აღარავის ახსოვს და საკუთარ მოგებაზე ფიქრობს და ეს არის ყველაზე მძიმე საყურებელი”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.

დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის საექსპერტო ბიუროს და აღნიშნულ პროცედურებს რამოდენიმე დღე დასჭირდება.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

იტვირთბა....