ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თერგის” ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციას ხვდებიან

წუხელ დამწვარი “თერგის”  ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციას ხვდებიან. ისინი შეხვდრაზე ეტაპობრივად შეჰყავთ და ესაუბრებიან.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, განიხილება ალტერნატიული სავაჭრო ფართების შეთავაზებისა და სხვა შეღავათების საკითხები. ბაზრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინდივიდუალური შეხვედრები 240-მდე მოვაჭრესთან გახდება საჭირო და მათთან მოლაპარაკებებს პირადად გამართავენ.

რაც შეეხება ხანძარს, ამ დროისთვის სამაშველო ბრიგადების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო და გადაკეტილი გზის ნაწილიც გაიხსნა, თუმცა მოვაჭრეებს დაუზიანებელ ნაწილში შესვლის უფლებას ჯერჯერობით არ აძლევენ და ისინი საკუთარი ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ.

დიდუბის რაიონის გამგებელის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, შპს “თერგის” მეორე და პირველ სართულებზე საქონლის დიდი ნაწილი ხანძარს გადაურჩა.

მანამდე თერგის ბაზრობის დაზარალებულ მოვაჭრეებს თბილისის მერი შეხვდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ვისი საქონელიც გადარჩა, ის მოვაჭრეები დროებით გვერდით ფართებში შეძლებენ მუშაობას.

ბაზრობაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში ხანძრის 10 951 შემთხვევა გამოვლინდა.

წყარო: “იმედინიუსი”

იტვირთბა....