ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანში “ლიბერთი” ბანკი დააყაჩაღეს

“გლდანში “ლიბერთი” ბანკი დააყაჩაღეს. ყაჩაღობა გლდანის მესამე მიკრორაიონში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გარკვეული თანხის წაღება მოახერხეს.  თავდასხმის დროს ბანკში თანამშრომლები და 20-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ შეიარაღებულ პირს ნიღაბი ეკეთა.

როგორც ცნობილია, „ლიბერთი ბანკის“ აღნიშნული ფილიალი სხვა დროსაც რამდენჯერმე დააყაჩაღეს. ბანკზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ  გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....