დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორია დაათვალიერა.
როგორც გამგებელმა მოვაჭრეებს განუცხადა, საქონლის დიდი ნაწილი გადარჩენილია და ადმინისტრაციასთნ დაზარალებულთა ინდივიდუალური დახმარების გეგმა განიხილეს.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით მინიმუმ 3 000 კვადრატული მეტრია დამწვარი. ადგილზე 40-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა და ათეულობით მეხანძრე მუშაობდა.

