ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კალაძე: “ვისი ფართებიც გადარჩა, ისინი, დროებით, გვერდით შენობაში შეძლებენ მუშაობას”

თბილისის მერი კახა კალაძე დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. მისი განცხადებით, ადმინისტრაცია მზადაა დეტალურად გაიაროს ხელშეკრულებები ყველა მოვაჭრესთან.

“ვისი საქონელიც გადარჩა, ისინი, დროებით, გვერდით  შენობაში შეძლებენ მუშაობას. გარდა ამისა, ადმინისტრაცია მზადაა, ყველა მოვაჭრესთან ინდივიდუალურად გაიაროს ხელშეკრულებები ყველა მოვაჭრესთნ. გარდა ამისა, დაზარალებულებს იჯარასთან დაკავშირებით შეღვათები გაუკეთდებათ.

გარდა ამისა, ადმინისტრაციის თქმით, რამდენიმე თვის წინ შეიცვალა ელექტროგაყვანილობები და ერთ-ერთი უსაფრთხო ობიექტი იყო”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ ხანძრის გამო, გუდიაშვილის მოედნის სკვერის რეაბილიტაციის დაწყება დროებით გადაიდო და ის რამდენიმე დღეში განახლდება.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით მინიმუმ 3 000 კვადრატული მეტრია დამწვარი. ადგილზე 40-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა და ათეულობით მეხანძრე მუშაობდა.

 

იტვირთბა....