“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრობლემას კომპლექსურად თუ არ მიეხედა, მუდმივად იქნებიან ახალი დაზარალებულები.
„წინასწარ უნდა ვიფიქროთ, ასეთი ხანძრები, როგორ ავირიდოთ. რა მოხდა იქ, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქალაქში სერიოზული პრობლემაა ასეთი ობიექტების უსაფრთხოების დაცულობის და ამას კომპლექსურად თუ არ მივხედეთ, მუდმივად ახალი დაზარალებულების ჯარი შეემატება,“- განაცხადა “რუსთავი 2”-თან საუბარში „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით მინიმუმ 3 000 კვადრატული მეტრია დამწვარი. ადგილზე 40-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა და ათეულობით მეხანძრე მუშაობდა.

