ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეზვრიშვილი: სახალხო დამცველის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ხდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ძალოვანი უწყებებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ანგარიშს ისმენს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოადგილეები იმყოფებიან. უწყებების წარმომადგენლები საუბრობენ იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც მათთვის სახალხო დამცველმა 2016 წელს გასცა. მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამინისტროს სახალხო დამცველის  ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული აქვს, ხოლო ნაწილი კი  გათვალისწინების პროცესშია.

,,სახალხო დამცველის რეკომენდაციების დიდი ნაწილის გათვალისწინება მოხდა. მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს მიერ შესრულებული იქნა და გარკვეული რეკომენდაციების შესრულების პროცესში ამჟამადაც ვიმყოფებით, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია რაზეც დეტალურად ვისაუბრეთ ,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....