ახალი ამბები მთავარი სამართალი

სანაკოევი: „არ არის გამორიცხული, რომ ტატუნაშვილი ე.წ. ახალგორის გამგებლის დავალებით მოეკლათ“

სოფელ წილკნის მაცხოვრებლები, სადაც გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ცხოვრობდა და მის გადმოსვენებას ამ დრომდე უშედეგოდა ელოდებიან, „მეტრონომთან“ ადგილობრივები მის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ე.წ ახალგორის გამგებლის  ფილიპ ხაჩიროვთან შესაძლო, კონფლიქტს ასახელებენ. მათი თქმით, ტატუნაშვილი არ არის გამორიცხული მას და მის ნათესავს მოეკლათ.

ამის მიზეზად კი  ახალგორში გარდაცვლილის ბიზნესს ასახელებენ, სადაც  პროდუქტებით ვაჭრობდა, რაც ე.წ. ახალგორის გამგებელს აღიზიანებდა. ამიტომაც მისი თავიდან მოშორების მიზნით, ტატუნაშვილის სამხედრო სამსახურში მოღვაწეობა გამოიყენა და რუსეთის უშიშროებასთან დაასმინა, რომ ის ქართული მხარის აგენტი იყო და თითქოს და იქ დივერსიულ ქმედებებს აპირებდა.

სოფლის მცხოვრებლების ინფორმაციით, აღნიშნულ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ ტატუნაშვილი წლების განმავლობაში ახალგორში უპრობლემოდ დადიოდა და მის გადაადგილებას პრობლემა არასდროს შექმნია. ტატუნაშვილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მისი მკვლელი ე.წ. ახალგორის გამგებელია, ხოლო შემსრულებელი, მკვლელი  ლუდვიგ ხაჩიროვია, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილი საკონტროლო გასროლით მოკლა.

მკვლელობის ამ ვერსიას „მეტრონომთან“ საუბარში ე.წ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერი  დიმიტრი სანაკოევიც არ გამორიცხავს. თუმცა სანაკოევი ამბობს, რომ ტატუნაშვილი ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი არ ყოფილა. ეს ვერსია რუსულმა მხარემ მხოლოდ  იმიტომ მოიფიქრა, რომ მისი დაკავების რეალური მიზეზი არ გახდეს ცნობილი.

სანაკოევი ამბობს, რომ ორი დაკავებული ქართველის გათავისუფლებაც სწორედ ამიტომ  არ ხდება, რადგანაც მათი გათავისუფლების შემდეგ,  მომხადრი ფაქტის შესახებ რეალური ინფორმაცია გახდება ცნობილი. მისი განცხადებით, ახალგორში მოხდა რაღაც ისეთი, რის გამოც ტატუნაშვილის  და მასთან ერთად ორი  ქართველის  დაკავება გახდა საჭირო. სანაკოევი ამბობს, რომ გარდაცვლისლის გადმოსვენება მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ის სასტიკად ნაცემი და ნაწამებია. ფაქტია, რომ მისგან გარკვეული ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ და მან წინააღმდეგობა გაუწიათ.

„გავრცელებული ვერსია, რომ ტატუნაშვილი ე.წ. ახალგორის გამგებლის დაკვეთით არის მოკლული, ლოგიკას მოკლებული არ არის. ამის შესახებ ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ის ადამაინები მოგვაწვდიან, რომლებიც ტატუნაშვილთან ერთად არიან დაკავებულები. არ გამოვრიცხავ, რომ .ე.წ ოსური მხარე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას და დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ რაღაცაზე  ევაჭრებოდეს.

შეიძლება ეს რეალური ინფორმაციის დამალვის მოთხოვნა და შეთავაზება იყოს, რის სანაცვლოდაც გარდაცვლილს და  დაკავებულებს გადმოგვცემენ. ფატია, რომ ის წამებით და ცემით არის მოკლული. მისგან რაღაც უნდოდათ რაც ვერ მიიღეს. ის წლების განმავლობაში ახალგორში ბიზნესით იყო დაკავებული და მისთვის ხმა არასდროს არ გაუციათ. ჩნდება ერთი კითხვა, ოთხოზორიას  და ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, ვინ იქნება შემდეგი. ამის საფრთხე და საშიშროება არსებობს და ამ კუთხით ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იმუშაოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაკავებულ ქართველებს რეალური სიმართლის არ თქმის სანაცვლოდ აშანტაჟებენ და მათი დამუშავება ხდება“,-განაცხადა „მეტრონომთან“ სანაკოევმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ოსურმა მხარემ სამი პირი დააკავა, რომელთა შორის  არჩილ ტატუნაშვილიც იყო. მისი ცხინვალში მოხვედრის და გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტამდე უცნობია.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....