ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

1000-ლარიანი ჯარიმა, ან 15 დღიანი პატიმრობა: ლანძღვა-გინებაზე ჯარიმები იზრდება

ცვლილებები შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. მისი ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. როგორც ირკვევა, საქართველოში წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმის რაოდენობა გაიზრდება.

წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად, 500 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება. საუბარია საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებაზე, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებაზე და სხვა მსგავს ქმედებებზე, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. ასეთი შემთხვევების დროს, ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე იმერყევებს.

იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად მიიჩნევა, გათვალისწინებულია 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება.

 

იტვირთბა....