ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რატომ არ იწვის გუდვილი, კაზინო, ან კარფური”: ხანძრით დაზარალებულთა პროტესტი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე წუხელ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ადგილობრივი მოვაჭრეები საუბრობენ. ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, სადენები წესრიგში იყო და ღამით დენი ითიშებოდა. ისინი ეჭვობენ, რომ სავაჭრო ცენტრის დაწვა წინასწარ იყო ჩაფიქრებული და ღამით განხორციელდა.

“რატომ არ იწვის გუდვილი, კაზინო, ან კარფური? რატომ ხდება მაინც და მაინც ქალაქის დაწვა ღამის საათებში? თქვენ წარმოიდგინეთ, ვიცოდით ეს ყველაფერი და ვფრთხილობდით, მაგრამ მაინც მოხდა მისი დაწვა…” – ასეთი პათოსით საუბრობენ მოვაჭრეები და აცხადებენ, რომ არსებობდა ინტერესი და ამ ადგილის დასაუფლებლად ხანძარი შეგნებულად გააჩინეს.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით მინიმუმ 3 000 კვადრატული მეტრია დამწვარი. ადგილზე 40-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა და ათეულობით მეხანძრე მუშაობდა.

 

იტვირთბა....