სავაჭრო ცენტრ “თერგში” არსებულ ხანძართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა კახახ კალაძემ, რომელიც დაახლოებით, ერთი საათი ათვალიერებდა ადგილზე არსებულ ვითარებას.
“საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა და მიზეზებზე ამის შემდეგ ვისაუბრებთ. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი. ხანძრის ლოკალიზება უახლოეს ხანში მოხდება”, – განახადა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრ “თერგში” ხანძარია და მას დაახლოებით 2 საათია 40-მდე სახანძრო – სამაშველო ბრიგადა უშედეგოდ ებრძვის.
აღსანიშნავია, რომ მოვაჭრეების განცხადებით, მათ საქონელი დაზღვეული არ ქონიათ.

