ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, ხანძარი სპეციალურად არის გაჩენილი, რადგან ახალი ობიექტის აშენება სურთ და კონკურენტის მოშორება უნდათ.
“სპეციალურად აკეთებენ, ვიღაცა ერთის სამუსაო ობიექტების ასამუშავებლად. ამდენი ხნის ნაშენების ჩაძირვა უნდათ. შურის მომენტია, ვერ მიიზიდეს სხვა ობიექტზე და ამიტომ წვავენ ამ ბაზარს. იქ ყველანაირი პროდუქტი იყიდება. ელექტროენერგია ირთვებოდა “ძეტკი მირშიც”, “პასაჟშიც”. ეს არის სირაქლემას პოზიცია, რომელი საუკუნეა, რომ ელექტროენერგიით დავიცვათ თავი.
თითო სახანძროს ფასის მობილურები უდევთ ჯიბეში სხვა დანარჩენს არ ვლაპარაკობ. ხანძრით წვავენ 7 სართულს, ხანძრით წვავენ ჰექტრობით ობიექტებს. ელექტროენერგია არ შიეძლეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყოს. უნდათ ახლის აშენება და არ უნდათ აქ კონკურენტი დახვდეს”, – აცხადებს მოვაჭრე, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” მუშაობდა და მისი თქმით ბევრი მოვაჭრე სწორედ “თერგში” გადავიდა, ხოლო ბევრმა მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელა მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრ “თერგს” უკვე 1 საათია ხანძარი უკიდია და მის ჩაქრობას 40-მდე სახანძრო ბრიგადა ცდილობს.

