ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია: ახმეტელის მეტროთი მგზავრობა უსაფრთხოა

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” განცხადებით, ახმეტელის თეატრის მეტროსადგურით  სარგებლობა მგზავრებისთვის უსაფრთხოა.

კომპანიის ცნობით, სამხარაულის ექსპერტებმა „ახმეტელის“ მეტროსადგურში მდგრადობის კუთხით ექსპერტიზა დაასრულეს და ის მგზავრებისთვის უსაფრთხოა.

სამხარაულის ექსპერტების მიერ ექსპერტიზის პროცესი ჯერ არ დასრულებულა იმ ოთხ სადგურში, სადაც სარემონტო სამუშოების პროცესი მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის შემდეგ შეჩერდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროსადგურებში: „ვარკეთილი“, „გურამიშვილი“, „სამგორსა“ და „ავლაბარში“ ექსპერტიზა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ სადგურების მდგომარეობის შესახებ დასკვნა კვირის ბოლოს იქნება.

იტვირთბა....