ახალი ამბები მთავარი

ისუტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პრემიერს მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით პასუხობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმარება, რომელმაც სულხან მოლაშვილის მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის უვადოდ დანიშვნა გააპროტესტა და განაცხადა, რომ საბჭოს წევრების მიმართ გარკვეული კითხვები გაუჩნდა.  შენგელია ამბობს, რომ მას დარჩა  შთაბეჭდილება, პრემიერმა მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე განცხადება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით გააკეთა.

„აბსოლუტურად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საზოგადოების აზრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს თანხვედრაში. საბჭომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. ჩვენ შესწავლილი გვყავს ეს მოსამართლეები, გავლილი გვაქვს გარკვეული საქმეები. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის“,- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.

 

კვირიკაშვილი: “სულხან მოლაშვილის მოსამართლის უვადოდ გამწესებამ კითხვები ჩვენს გუნდშიც გააჩინა”

 

 

იტვირთბა....