ბათუმში ავტოავარიის შედეგად 54 წლის კაცი დაშავდა. კაცი სამი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა და ის საავამდყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.