შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული “ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. პაკეტი ექვსი კანონპროექტისგან შედგება.
მთავრობა განმარტავს, რომ პროექტის მიზანი “ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის ადეკვატური სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელება.