ახალი ამბები მთავარი სამართალი

პაატა ბურჭულაძის შვილი: “ჩემს ტელეფონში ვიღაცამ შემოაღწია და მის კონტროლს ახერხებს”

პაატა ბურჭულაძის შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება  და გამოძიების კითხვებს პასუხობს. ალექსანდრე ბურჭულაძე მის ტელეფონში, სავარაუდო უკანონო შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით იკითხება. მისი თქმით, ვიღაცამ მის პირად ტელეფონში შეაღწია და  მის კონტროლს ახერხებს.

,,ცალსახაა, რომ ვიღაცამ შემოაღწია ჩემს ტელეფონში ფლობდა ჩემს ტელეფონს, იმედი მაქვს, რომ შს სამინისტრო გამოიძიებს ამ ფაქტს. დამატებით მაქვს მოტანილი მასალა, თუ რას ვუკავშირებ ამ ფაქტს“-აცხადებს ალექსანდრე ბურჭულაძე.

ბურჭულაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ალექსანდრე ბურჭულაძის ტელეფონში შეღწევის პირველი მცდელობა ეს არ ყოფილა. რამიშვილს იმედი აქვს, რომ შეკითხვებს პასუხი გაეცემა.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით ალექსანდრე ბურჭულაძემ პროკურატურას რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

იტვირთბა....