ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლომ ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებული დავით ჯალაღანია დამნაშავედ სცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებული დავით ჯალაღანია დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ვერსიით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ჯარისკაცი, 26 ოქტომბერს სოფელ მუჟავაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თანმხლები მესაზღვრე პირის ტყვიამ იმსხვერპლა.

გამოძიების ინფორმაციით, მას დავით ჯალაღანიას მიერ საგუშაგოს უფროსის ალექსანდრე კვიჟინაძის ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით იყო აღძრული.

რუსიას ოჯახი ზემდგომი პირების, მათ შორის კვიჟინაძის მიმართ, ხელახალი გამოძიების დაწყებას  ითხოვს.

იტვირთბა....