პირველი აპრილიდან ძალაში შედის 2017 წელს მიღებული კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა, მათ შორის ელექტროსიგარეტის, შემდეგ შენობა-ნაგებობებში იკრძალება:
ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი;საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერის);საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.
ამავე კანონით, მოწევა დასაშვებია:
ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას;თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი;წინასწარი დაკავების იზოლატორში;კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში;სამორინეში;აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში;
“თამბაქოს შესახებ კანონი” პარლამენტმა მესამე მოსმენით გასულ წელს მიიღო. აღნიშნულ კანონშივე აღნიშნულია, რომ სიგარეტის მოწევა 2020 წლიდან სტადიონზეც აიკრძალება.
წესების დამრღვევი დაწესებულება კი, პირველ ეტაპზე 500, ხოლოდ განმეორებით შემთხვევაში კი, 1000 ლარით დაჯარიმდება.

