ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა არომატიზირებული თამბაქოს კონტრაბანადის ფაქტზე ერთი პირია მხილებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ,,MERCEDES BENZ”-ის მარკის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავების მეშვეობით, საბაჟო გამშვები პუნქტი – ”წითელი ხიდის” გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა არადეკლარირებული არომატიზებული თამბაქო, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 6 725 ლარს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.