ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროპული საქართველოს ლიდერებმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს

“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა , საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ თავისუფალი და ერთიანი ქვეყნის აშენება, იქნება ჩვენგან გადახდილი ვალი იმ გმირების ხსოვნის წინაშე.

„საქართველოს ისტორია ეს არის უწყვეტი ბრძოლა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, ჩვენი ვალია, ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა, რომ საქართველოში საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მსგავს ვაჟკაცებს აღარ ხოცავდეს. ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ საქართველო, რომელიც იქნება თავისუფალი, ერთიანი და ევროპული ქვეყანა. სწორედ ეს იქნება ჩვენგან გადახდილი ვალი იმ გმირების ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა. იუნკერებმა მტერს დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად წუთიერი დუმილი ცხადდება და მთელ საქართველოში, სახელმწიფო უწყების შენობებზე ეშვება სახელმწიფო დროშები.

წყარო: “1tv”

იტვირთბა....