ილია მეორეს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო ადგილობრივად ფიზიო პროცედურები უტარდება. როგორც მისმა ექიმმა ცისანა შარტავამ აღნიშნა, ფიზიო პროცედურების შედეგად პატრიარქის მდგომარეობა გაუმჯობესდა, იგი ხვალ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
„უწმინდესს ადგილობრივად ფიზიო პროცედურები უტარდება და ოდნავ უკეთესობა შეინიშნება. ხვალ სამების ტაძარში საკვირაო მსახურებაზე ალბათ წაბრძანდება. ტუჩის კუნთის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა“, – განაცხადა შარტავამ.
ცნობისთვის, სახის სამწვერა ნერვის ანთება უწმინდესს გასულ კვირას დაუდგინდა.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”