რუსთაველის N32–ში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თქმით, ადგილზე ორი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ცეცხლი 10-15 კვ. მეტრ ფართობზე გაჩნდა და შეკიდული ჭერი დაიწვა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან მოხუცი ქალი გამოიყვანეს. ამ დროისთვს ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”