ახალი ამბები მთავარი სამართალი

“პანორამა თბილისის” მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

“პანორამა თბილისის” გოლფის კლუბის მშენებლობაზე 21 იანვარს ახალგაზრდა ლევან ლაფაჩი გარდაიცვალა. პროექტის შემსრულებელი, შპს “თაბორი რიზორთსი”  პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიას, შპს “ინ-სის” აკისრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაფაჩი თავის მოვალეობას ასრულებდა როცა ზედა სართულის ჭერი ჩამოინგრა. თვითმხილველის თქმით, ბოძებს რომელსაც ჭერი უნდა დაეჭირა ჯერ კიდევ სველი იყო, როცა ზემოდან ბეტონის საფარი დაასხეს. ბოძებმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოწვა.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ცნობისთვის, “პანორამა თბილისი” ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის პროექტია, რომელიც  თბილისის ცენტრსა და სოლოლაკის ქედზე შენდება.

წყარო: “ifact.ge”

იტვირთბა....