თემქაზე ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გრიგალაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღის ბოლომდე მიმართავს.