გურჯაანში ავტოავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და გამოკვლევები უტარდებათ.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.